The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



ჟენია ბოჭორიშვილი

ჟენია ბოჭორიშვილი
ოფიციალური სახელი:ევგენია ბოჭორიშვილი
დაბადების თარიღი:8 აპრილი, 1925
გარდაცვ. თარიღი:16 ნოემბერი, 2008  (83 წლის ასაკში)
კატეგორია:გინეკოლოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ონის რაიონი, სოფელი სამთისი.

დაამთავრა ჩრდილოეთ ოსეთის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1949 წელს.

1949–1951წწ. იყო ყაზბეგის რაიონის საავადმყოფოს გინეკოლოგი; 1953–1954წწ. თბილისის საოლქო ჯანდაცვის განყოფილების სამშობიარო დახმარების სექტორის ინსპექტორი; 1954–1958წწ. ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის მეან–გინეკოლოგიური კათედრის კლინიკური ორდინატორი; 1958 წლიდან ი. ჟორდანიას სახელობის ადამიანის რეპროდუქციის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის მეცნიერ თანამშრომელი. ავტორია ერთი საავტორო მოწმობისა და 80–მდე სამეცნიერო ნაშრომის, რომლებიც ეხება ქალისა და მამაკაცის უშვილობის პრობლემებს. ექიმი–გინეკოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი, უფროსი მეცნიერ–თანამშრომელი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ბაზალური ტემპერატურა ქალებში საკვერცხეების სხვადასხვა ფუნქციონალური მდგომარეობის დროს", დაიცვა 1971 წელს.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • მეან–გინეკოლოგთა კავშირი, წევრი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1973 - საპატიო სიგელი