The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



ალექსანდრე ბრეგაძე

დაბადების თარიღი:29 აპრილი, 1931
გარდაცვ. თარიღი:5 იანვარი, 2020  (88 წლის ასაკში)
კატეგორია:სტომატოლოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ტყიბულის რაიონი, სოფელი ცუცხვათი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სტომატოლოგიური ფაკულტეტი 1954 წელს.

1954–1957წწ. მუშაობდა ლენინგრადის კურორტთა სამმართველოში; 1957–1960წწ. ხარკოვის სტომატოლოგიურ ინსტიტუტში კლინიკურ ორდინატორად; 1960–1969წწ. ამავე ინსტიტუტის ასისტენტად; 1969–1996წწ. იყო თბილისის  სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ქირურგიული სტომატოლოგიის კათედრის გამგე; 1997 წლიდან ამავე კათედრის პროფესორი. ავტორია 121 სამეცნიერო ნაშრომისა, მისი ხელმძღვანელობით მომზადებულია ხუთი  სადოქტორო და ექვსი საკანდიდატო დისერტაცია. არის ექიმი–სტომატოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "მიკრობთა ფაქტორების როლი პაროდონტის დაავადებათა ეტიოლოგიასა და პათოგენეზში ნორმალური და ტრავმირებული ნერვული სისტემის დროს", დაიცვა 1968 წელს.

სადოქტორო დისერტაციის თემა - "საღეჭი აპარატის ზოგიერთი ორგანოს სისხლძარღვთა სისტემის ცვლილებები ადგილობრივი გამა დასხივების შემდეგ ასაკობრივ ასპექტში", დაიცვა 1974 წელს.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • დისერტაციების დაცვის საკოორდინაციო და ხარისხების მიმნიჭებელი საბჭო, თავმჯდომარე
  • სამეცნიერო წოდებების მიმნიჭებელი საბჭო, წევრი
  • საქართველოს სტომატოლოგთა და ყბა–სახის ქირურგთა ასოციაცია, წევრი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1993 - გირიგოლ მუხაძის სახელობის მედალი
  • 1964 - ზაზა ფანასკერტელ-ციციშვილის სახელობის მედალი

ბიბლიოგრაფია