შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი) |
გულნარა ბრეგვაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1946 წელს. 1946–1949წწ. იყო მ. წინამძღვრიშვილის სახელობის კლინიკური და ექსპერიმენტული კარდიოლოგიის ინსტიტუტის უფროსი ლაბორანტი; 1949–1958წწ. ამავე ინსტიტუტის კლინიკური განყოფილების ორდინატორი; 1958–1965წწ. უმცროსი მეცნიერ–თანამშრომელი; 1965–1974წწ. სამეცნიერო–პოლიკლინიკური განყოფილების უფროსი მეცნიერ–თანამშრომელი; 1974–1983წწ. კლინიკური განყოფილების უფროსი მეცნიერ–თანამშრომელი; 1983 წელს ერგონომიული და ულტრაბგერის კვლევის ჯგუფის ხელმძღვანელი. ავტორია 66 სამეცნიერო ნაშრომის. ექიმი–კარდიოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი. საკანდიდატო დისერტაციის თემა -"გარეგანი სუნთქვის ფუნქცია ჰიპერტონიული სნეულებით დაავადებულებში", დაიცვა 1963 წელს. ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |