The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



ლალი ბრეგვაძე

დაბადების თარიღი:4 ივნისი, 1942  (82 წლის)
კატეგორია:პედიატრი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პედიატრიული ფაკულტეტი 1966 წელს.

1968–1973წწ. იყო ქალაქის I კლინიკური საავადმყოფოს პედიატრიული განყოფილების ექიმი–ორდინატორი; 1973–1980წწ. პედიატრიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის კლინიკური ალერგიის განყოფილების მეცნიერ–თანამშრომელი; 1980 წელს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ბავშვთა საავადმყოფოს პროპედევტიკის კათედრის ასისტენტი; 1994 წელს დოცენტი, პროფესორი. ავტორია 200–მდე სამეცნიერო ნაშრომის. გამოქვეყნებული აქვს მონოგრაფია "ბავშვთა ასთმა" (1998). ხელმძღვანელობს მ. გურამიშვილის სახელობის პედიატრიული კლინიკის III პედიატრიულ განყოფილებას. ექიმი–პედიატრი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა -"დედასა და ბავშვს შორის სისხლის ჯგუფური(ABO) შეუთავსებლობის როლი ბავშვთა ფიზიოლოგიისა და პათოლოგიის დროს", დაიცვა 1973 წელს.

სადოქტორო დისერტაციის თემა - "რესწპირაციული ალერგიის კლინიკო–მეტაბოლური ასპექტები ბავშვებში", დაიცვა 1993 წელს.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ალერგიის ინსტიტუტი UCB, წევრი
  • ევროპის ალერგოლოგთა და კლ. იმუნოლოგთა აკადემია, წევრი
  • პედიატრთა საერთაშორისო ასოციაცია, წევრი
  • სამეცნიერო ასოციაცია "ინტერ ასთმა", წევრი