The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



გრიგოლ ბუაჩიძე

დაბადების თარიღი:16 ივლისი, 1928  (95 წლის)
კატეგორია:ანესთეზიოლოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ბორჯომი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1951 წელს.

1951–1954წწ. იყო სამკურნალო ფაკულტეტის საფაკულტეტო ქირურგიის კათედრის კლინიკური ორდინატორი; 1954 წლიდან ქირურგიის ინსტიტუტის ასპირანტი, უმცროსი მეცნიერ–თანამშრომელი, უფროსი მეცნიერ–თანამშრომელი, განყოფილების გამგე. ავტორია 65 სამეცნიერო ნაშრომის და 4 მონოგრაფიის. არის ექიმი ანესთეზიოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "სიკვდილის მექანიზმის საკითხისათვის ნაწლავთა მწვავე გაუვალობის დროს", დაიცვა 1958 წლის 22 აპრილს.

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1998 - ღირსების მედალი

ბიბლიოგრაფია