The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



დარეჯან ბუაჩიძე

დაბადების თარიღი:28 თებერვალი, 1921  (104 წლის)
კატეგორია:ქირურგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ჭიათურა.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1942 წელს.

1942–1945წწ. იყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ჰოსპიტალური ქირურგიის კლინიკის ორდინატორი; 1944–1945წწ. მუშაობდა ოფიცერთა N2459 უვადო ჰოსპიტალში, კაჭრეთში ქირურგად; 1957 წლიდან ქირურგიის ინსტიტუტის უმცროსი, შემდგომ უფროსი მეცნიერ–თანამშრომელი და მოგვიანებით ორდინატორი; ავტორია 48 სამეცნიერო ნაშრომისა, რომლებიც ეხება ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის, პანკრეასის, ფარისებური ჯირკვლის პათოლოგიებს. ექიმი–ქირურგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "პანკრეასის გარესეკრეციის ფუნქციური ცვლილებები ობტურაციული სიყვითლის დროს", დაიცვა 1960 წელს.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ქირურგიული საზოგადოება, წევრი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • საპატიო ექიმის წოდება

ბიბლიოგრაფია