The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



თეიმურაზ ბუაჩიძე

დაბადების თარიღი:12 ოქტომბერი, 1944  (80 წლის)
კატეგორია:ქირურგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1967 წელს.

მუშაობდა თელავის რაისაავადმყოფოში, მოსკოვის ვიშნევსკის სახელობის ქირურგიის ინსტიტუტში; იყო თბილისის I კლინიკური საავადმყოფოს სისხლძარღვთა და საველე ქირურგიის განყოფილების თანამშრომელი; სისხლძარღვთა და გადაუდებელი მიკროქირურგიული კლინიკა "კარაბადინის" დირექტორი. ავტორია 32 სამეცნიერო ნაშრომის, გამოქვეყნებული აქვს ერთი მონოგრაფია "კანქვეშა ვენების ვარიკოზული გაგანიერება"(რუსულ ენაზე). ექიმი–ქირურგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა -"ემბოლიისა და თრომბოზის კომბინირებული მკურნალობა",  დაიცვა 1987 წელს მოსკოვში.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ეროვნული აკადემია, აკადემიკოსი