The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



სოფიო ბუაჩიძე

დაბადების თარიღი:6 იანვარი, 1913
გარდაცვ. თარიღი:29 მარტი, 1990  (77 წლის ასაკში)
კატეგორია:ქირურგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: დაბა ხარაგაული.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი 1933 წელს.

II მსოფლიო ომის მონაწილე; 1956-1972წწ. იყო თბილისის სამედიცინო ინსტიტუტის ჰოსპიტალური ქირურგიის კათედრის, 1972-იდან კი ზოგადი ქირურგიის კათედრის პროფესორი; მუშაობდა მუცლის ღრუს ქირურგიულ პრობლემებზე. ქირურგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი(1953), პროფესორი(1956). მიღებული აქვს საბრძოლო და სახელმწიფო ჯილდოები

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • სსრკ V მოწვევის უმაღლესი საბჭო, დეპუტატი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1960 - საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე
  • წითელი ვარსკვლავის ორდენი

ბიბლიოგრაფია