Search
This unique reference book contains biographies of physicians who worked from the beginning of Georgian medical history to present day . Health workers, physicians and their descendants have the opportunity to participate in this project and are able to provide biographical information about Georgian physicians through this website. For detailed information please call - 577730507 (Tamar Taktakishvili)
|
თინა ბულუსაშვილი
| Date of birth: | 18 April, 1941 (85 years) |
| Category: | Hematologist |
Biography
თინა ბულუსაშვილი დაიბადა ქ. თბილისში 1941 წ. 18 აპრილს ექიმისა და ფინანსისტის -ეკონომისტის ოჯახში.
1949-1954 წწ სწავლობდა ქ. თბილისის ქალთა I საშ.სკოლაში, 1959 წ. ჩააბარა თბილისის სახ. სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტზე, რომელიც დაამთავრა 1964 წ., ამავე წელს ჩააბარა აკად. გრ მუხაძის სახ. ჰემატოლოგიისა და ტრანსფუზიოლოგიის ს/კინსტიტუტის ასპირანტურაში და 1969 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია და გააგრძელა მუშაობა ამავე ინსტიტუტში ჯერ უმცროს, შემდეგ უფროს და 1974 წლიდან წამყვან მეცნიერ თანამშრომლად. მინიჭებული აქვს მედიცინის დოქტორის სტატუსი. 1992-2021 წწ მუშაობდა ქ. თბილისის მ. იაშვილის სახ. ბცს ონკო-ჰემატოლოგიურ განყოფილებაში. ამ პერიოდში მივლინებულ იყო სამუშაო ადგილზე ქ. მინსკის ონკო-ჰემატოლოგიურ ცენტრში და ქ. ფრანქფურტში გოეთეს სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკის ჰემატოლოგიურ განყოფილებაში, რათა შემდგომში მათი მუშაობის სტილი დანერგილიყო ჩვენს კლინიკებში. თინა ბულუსაშვილი არის მედიცინის დოქტორი, 70-მდე სამეცნიერო ნაშრომის და 3 გამოგონების ავტორი, რომელიც ეხება ჰემატოლოგიისა და ტრანსფუზიოლოგიის თანამედროვე თეორიულ და პრაქტიკულ საკითხებს. ასევე არის 2 ბროშურის თაანავტორი, რომლებიც ეხება ლეიკემიის ფსიქოლოგიურ ასპექტს ბავშვებში ონკო-ჰემატოლოგიური პრობლემებით. არის 2 საკანდიდატო დისერტაციის თანახელმძღვანელი. მონაწილეობდა ყველა საკავშირო და რესპუბლიკური მნიშვნელობის ჰემატოლოგიურ-ტრანსფუზიოლოგიურ კონფერენცია-სემინარებში. 2010 წელს "უდიდესი აღიარებისთვის მიენიჭა სიგელი სისხლდენით დაავადებულ ავადმყოფთა სიცოცლისა და ჯანმრთელობის მაღალი საექიმო დახმარების აღმოჩენისათვის." მადლობის არაერთი სიგელი აქვს მიღებული პოლ ნიუმენის მიერ დაარსებული ბარეტსტაუნის (ირლანდია) ბანაკთან აქტიური თანამშრომლობისათვის , სადაც 2 კვირის განმავლობაში უსასყიდლოდ გადიან ფსიქოლოგიურ რეაბილიტიაციას, როგორც ონკო-ჰემატოლოგიური პროფილის, ასევე სხვადასხვა მძიმე პათოლოგიით დაავადებული პაციენტები მსოფლიოს მასშტაბით.
საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ვერლჰოფის დაავადების კლინიკური მიმდევრობის თავისებურებები და მკურნალობა ბავშვთა ასაკში", დაიცვა 1968 წელს.
|