The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



რუსუდან ბულუსაშვილი

დაბადების თარიღი:8 მაისი, 1928  (95 წლის)
კატეგორია:მორფოლოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1951 წელს.

1955–1960წწ. იყო ქირურგიის ინსტიტუტის უმცროსი მეცნიერ–თანამშრომელი; 1960–1970წწ. უფროსი მეცნიერ–თანამშრომელი; 1970 წლიდან ელექტრონული მიკროსკოპიის ლაბორატორიის გამგე; ავტორია 90 სამეცნიერო ნაშრომისა, რომლებიც ეხება ქირურგიული და სიმსივნური ზრდის საკითხებს. ექიმი–მორფოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.

საკადიდატო დისერტაციის თემა - "ნერვული სისტემის როლი ინდუცირებული სიმსივნეების განვითარებაში", დაიცვა 1955 წელს. 

სადოქტორო დისერტაციის თემა - "ინდუცირებული სიმსივნეების ჰისტოქიმიური თავისებურებანი", დაიცვა 1968 წელს.

ბიბლიოგრაფია