The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



მერი ბურდული

დაბადების თარიღი:20 ნოემბერი, 1937  (87 წლის)
კატეგორია:ენდოკრინოლოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ვლადიკავკაზი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1961 წელს. კლინიკური ორდინატურა გაიარა მოსკოვის ენდოკრინოლოგიის კათედრაზე 1967 წელს.

1971–1974წწ. იყო ი. ჟორდანიას სახელობის ქალთა ფიზიოლოგიისა და პათოლოგიის კვლევითი ინსტიტუტის ენდოკრინილიგ–თერაპევტი; 1977 წელს თერაპიის ინსტიტუტის ენდოკრინოლოგიური განყოფილების უმცროსი მეცნიერ–თანამშრომელი; 1981 წლიდან ამავე ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ–თანამშრომელი. ავტორია 40 სამეცნიერო ნაშრომის. ექიმი–ენდოკრინოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "აცეტილირების მდგომარეობა იცენკო–კუშინგის, პუბერტატული პერიოდის ჰოპოთალამური სინდრომისა და ჰიპოთალამური სიმსუქნის დროს", დაიცვა 1974 წელს მოსკოვში.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ენდოკრინოლოგთა ასოციაცია, წევრი
  • კარდიოლოგთა ასოციაცია, წევრი