შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი) |
გიორგი ბურკაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ხობის რაიონი, სოფელი ჭალადიდი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1983 წელს. 1983–1986წწ. იყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პათოლოგიური ანატომიის კათედრის ასპირანტი; 1986 წლიდან ამავე კათედრის ასისტენტი; ავტორია 32 სამეცნიერო ნაშრომისა, რომლებიც ეხება ნეიროსპეციფიკური ცილების, დაბერების, ეპილეფსიის, ნეირომორფოლოგიის, იმუნომორფოლოგიის, იმუნოჰისტოქიმიის, სეფსისის, მორფომეტრიის პრობლემებს. ექიმი–პათოლოგანატომი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პათანატომიური დეპარტამენტის ხელმძღვანელი. პროფესორი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ნეიროსპეციფიკური ცილების (S. 100, 14, 3.2) მორფოლოგიერი თვისებები დაბერების პროცესის და ექსპერიმენტის პირობებში(აუდიოგენური ეპილეფსია)", დაიცვა 1988 წელს. სადოქტორო დისერტაციის თემა - "სეფსისის პათოგენესის მორფოლოგიური საფუძვლები", დაიცვა 1999 წელს. ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ბიბლიოგრაფია
საკონტაქტო ინფორმაცია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |