შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი) |
ნანა ბურკაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პედიატრიული ფაკულტეტი 1968 წელს. 1968–1971წწ. იყო საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს თერაპიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის ასპირანტი; 1971–1972წწ. ამავე ინსტიტუტის ექიმი–ორდინატორი; 1972 წლიდან აკადემიკოს მ. წინამძღვრიშვილის სახელობის კარდიოლოგიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის უმცროსი, უფროსი მეცნიერ–თანამშრომელი; 1985 წლიდან ხელმძღვანელობს ამავე ინსტიტუტის პროფილაქტიკური კარდიოლოგიის განყოფილებას. ავტორია 62 სამეცნიერო ნაშრომის კარდიოლოგიის, კარდიოიმუნოლოგიისა და პრევენციის პრობლემებზე. ექიმი–კარდიოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "მემკვიდრეობა და გარემოს როლი არტერიული ჰიპერტონიისა და გულის იშემიური დაავადების განვითარებაში", დაიცვა 1972 წელს. სადოქტორო დისერტაციის თემა - "გულის იშემიური დაავადებისა და არტერიული ჰიპერტონიის ეპიდემიოლოგია და პროფილაქტიკა საქართველოს ზოგიერთი რეგიონის მოსახლეობაში", დაიცვა 1998 წელს.
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |