The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



მაია ბურჭულაძე

დაბადების თარიღი:18 მაისი, 1962  (62 წლის)
კატეგორია:ნევროლოგი, პედიატრი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ოზურგეთი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი 1985 წელს.

1985–1986წწ. ინტერნატურის კურსი, ერთწლიანი სპეციალიზაცია ნევროპათოლოგიაში გაიარა პედიატრიის სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტში. 1986–1990წწ. იყო თბილისის ბავშვთა სანატორიუმ "გაზაფხულის" ექიმი–ნევროპათოლოგი; 1990 წლიდან თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის კლინიკური განყოფილების უფროსი მეცნიერ–თანამშრომელი. ავტორია 10 სამეცნიერო ნაშრომის, რომლებიც ეხება ბავშვთა ასაკის პაროქსიზმებს, პათოგენეზს, მკურნალობას. ექიმი–ბავშვთა ნევროპათოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "მჟავა–ფუძოვანი მდგომარეობა აფექტურ–რესპირაციულ პაროქსიზმების დროს ბავშვებში და პათოგენეზური მკურნალობისა პრინციპები", დაიცვა 1993 წელს.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • "ქეთევან წამებულის" საზოგადოება, წევრი