The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



ვლადიმერ ბუჯიაშვილი

დაბადების თარიღი:17 მარტი, 1929  (91 წლის)
კატეგორია:ანგიოლოგი, ქირურგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1954 წელს.

1954–1955წწ. იყო თიანეთის რაისაავადმყოფოს ქირურგი; 1956–1961წწ. თბილისის I კლინიკური საავადმყოფოს II ქირურგიული განყოფილების ექიმი–ორდინატორი; 1961–1964წწ. ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის ასპირანტი; 1965 წლიდან ქირურგიის ინსტიტუტის უმცროსი, შემდგომ უფროსი მეცნიერ–თანამშრომელი; 1991 წლიდან კი ამავე ინსტიტუტის სწავლული მდივანი. ავტორია 69 სამეცნიერო ნაშრომის, გამოქვეყნებული აქვს მონოგრაფია რუსულ ენაზე. ექიმი–ანგიოქირურგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - ''თავის ტვინისა და გულის იზოლირებული პერფუზია ზოგადი ზომიერი ჰიპოთერმიის პირობებში", დაიცვა 1965 წელს.