The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



ლელი გაბაშვილი

დაბადების თარიღი:6 აგვისტო, 1952  (71 წლის)
კატეგორია:კარდიოლოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1976 წელს.

1976–1977წწ. ინტერნატურა გაიარა აკადემიკოს მ. წინამძღვრიშვილის სახელობის კარდიოლოგიის ინსტიტუტში; 1977–1980წწ. კლინიკური ორდინატურა გაიარა ამავე ინსტიტუტში; 1980–1983წწ. ასპირანტურა დაამთავრა სამედიცინო ინსტიტუტის კარდიოლოგიის ინსტიტუტის ბაზაზე; 1983–1992წწ. იყო კარდიოლოგიის ინსტიტუტის ინფარქტის განყოფილების უმცროსი მეცნიერ–თანამშრომელი; 1992 წლიდან ამავე ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ–თანამშრომელია. ავტორია 19 სამეცნიერო ნაშრომის. ექიმი–კარდიოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ოქსიჰემოგლობინის დისოციაციის მრუდი მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტით დაავადებულ პაციენტებში დაავადების დინამიკაში", დაიცვა 1984 წელს.

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1988 - ჯანდაცვის წარჩინებული