შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი) |
ვლადიმერ გაბაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა სარატოვის სამედიცინო ინსტიტუტი 1943 წელს. 1943–1945წწ. მონაწილეობდა II მსოფლიო ომში. იყო ჯერ პოლკის(ლეგიონი), შემდეგ ბრიგადის უფროსი ექიმი; 1949–1950წწ. მუშაობდა ექიმთა დახელოვნების თბილისის სახელმწიფო ინსტიტუტის ნერვულ სნეულებათა კათედრაზე; 1952–1958წწ. კი მოსკოვში, სსრკ მედიცინის მეცნიერებათა აკადემიის ნევროლოგიის ინსტიტუტში მეცნიერ თანამშრომლად; 1958 წლიდან იყო საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს კლინიკური და ექსპერიმენტული ნევროლოგიის ინსტიტუტში, სადაც 1968–1984წწ. განაგებდა კლინიკურ განყოფილებას; 1984–1989წწ. იყო პეტრე სარაჯიშვილის სახელობის კლინიკური და ექსპერიმენტული ნევროლოგიის ინსტიტუტის დირექტორი, 1989 წლიდან მრჩეველი. ნევროპათოლოგი. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი(1968), პროფესორი(1980). მიღებული აქვს სახელმწიფო და საბრძოლო ჯილდოები. ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |