The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



გურამ გაბუნია

დაბადების თარიღი:5 აგვისტო, 1936  (87 წლის)
კატეგორია:ქირურგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ბანძა, მარტვილის რაიონი. 

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1962 წელს.

1962–1963წწ. იყო მარტვილის რაი-საავადმყოფოს ქირურგი; 1966–1969წწ. ბავშვთა ქირურგიის კათედრის ასპირანტი; 1969–1996წწ. ამავე კათედრის ასისტენტი; 1996 წლიდან აღნიშნული კათედრის დოცენტი. ავტორია 22 სამეცნიერო ნაშრომის. ექიმი–ქირურგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "მწვავე ჰემატოგენური ოსტეომიელიტის ადრეული დიაგნოსტიკა და მკურნალობის საკითხისათვის ბავშვთა ასაკში", დაიცვა 1970 წელს.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ბავშვთა ქირურგიის საზოგადოება, წევრი