შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი) |
უჩა გაბუნია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი 1948 წელს. 1960 წლიდან იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ექსპერიმენტული მორფოლოგიის ინსტიტუტის პათომორფოლოგიური განყოფილების გამგე, 1977 წლიდან თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტის პათანატომიის კათედრის პროფესორი. ხელმძღვანელობდა სიმსივნეების მორფოგენეზისა და ციტოქიმიის პრობლემების შესწავლას, იკვლევდა კანცეროგენეზის უჯრედშიგა მექანიზმებს სხვადასხვა ორგანოში, კიბოს აღმოცენების ადრეულ და დიფერენცირებულ დიაგნოსტიკას. პრაქტიკაში დანერგა ბიოფსიური მასალის ელექტრონულ–მიკროსკოპული რადიოავტოგრაფიული კვლევის მეთოდი. პათოლოგანატომი. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი(1963), პროფესორი(1966). საკანდიდატო დისერტაციის თემა - "პირველადი და მეტასტაზური სიმსივნეების მორფო–ფუნქციური თავისებურებანი და მისი კავშირი ორგანიზმის შიდა გარემოსთან", დაიცვა 1952 წელს. სადოქტორო დისერტაციის თემა - "ძუძუს კიბოს და კიბოსწინარე კერების მორფოლოგია და ჰისტოქიმია", დაიცვა 1963 წელს. ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |