The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



უჩა გაბუნია

დაბადების თარიღი:30 მაისი, 1927
გარდაცვ. თარიღი:აგვისტო, 2011  (84 წლის ასაკში)
კატეგორია:პათოლოგ-ანატომი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი 1948 წელს.

1960 წლიდან იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ექსპერიმენტული მორფოლოგიის ინსტიტუტის პათომორფოლოგიური განყოფილების გამგე, 1977 წლიდან თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტის პათანატომიის კათედრის პროფესორი. ხელმძღვანელობდა სიმსივნეების მორფოგენეზისა და ციტოქიმიის პრობლემების შესწავლას, იკვლევდა კანცეროგენეზის უჯრედშიგა მექანიზმებს სხვადასხვა ორგანოში, კიბოს აღმოცენების ადრეულ და დიფერენცირებულ დიაგნოსტიკას. პრაქტიკაში დანერგა ბიოფსიური მასალის ელექტრონულ–მიკროსკოპული რადიოავტოგრაფიული კვლევის მეთოდი. პათოლოგანატომი. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი(1963), პროფესორი(1966).

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "პირველადი და მეტასტაზური სიმსივნეების მორფო–ფუნქციური თავისებურებანი და მისი კავშირი ორგანიზმის შიდა გარემოსთან", დაიცვა 1952 წელს.

სადოქტორო დისერტაციის თემა - "ძუძუს კიბოს და კიბოსწინარე კერების მორფოლოგია და ჰისტოქიმია",  დაიცვა 1963 წელს.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მედიცინის მეცნიერებათა აკადემია, წევრი (1994-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1986 - ივანე თარხნიშვილის სახელობის პრემია
  • 1979 - საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე