შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი) |
რევაზ გაგუა![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ფოთი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1969 წელს. 1969–1970წწ. იყო ფოთის საავადმყოფოს ქირურგი; მ1970–1972წწ. მოსკოვის კლინიკური და ექსპერიმენტული ქირურგიის ინსტიტუტის კლინიკური ორდინატორი; 1972–1975წწ. მოსკოვის სამედიცინო ინსტიტუტის ასპირანტი; 1975–1979წწ. თბილისის ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის ინსტიტუტის მეცნიერ–თანამშრომელი; 1989 წლიდან საქართველოს ონკოლოგიის სამეცნიერო ცენტრის დირექტორის მოადგილე სამეცნიერო დარგში და თორაკალური ონკოლოგიის განყოფილების ხელმძღვანელი. ავტორია 160–ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის, ეკუთვნის 7 გამოგონება საავტორო უფლებებით, 14 რაციონალოზატორული წინადადება. 1989 წლიდან არის ჯანდაცვის სამინისტროს მთავარი ონკოლოგი. ექიმი ქირურგი–ონკოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "რეთორაკოტომია ფილტვებისა და შუასაყრის ქირურგიაში", დაიცვა 1975 წელს. სადოქტორო დისერტაციია თემა - "ადგილობრივად გავრცელებული ფილტვის კიბო", დაიცვა 1991 წელს. ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |