შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი) |
მაია დგებუაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ხობი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1977 წელს. 1978-1990წწ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის(შემდგომში უნივერსიტეტი - თსსუ) ადამიანის ნორმალური ანატომიის კათედრის(შემდგომში დეპარტამენტი) ასისტენტი; 1990-1991წწ. უფროსი მასწავლებელი, 1991-1994წწ. დოცენტი, 1994-2006წწ. პროფესორი, 2006 წლიდან ასოცირებული პროფესორი. მისი სამეცნიერო კვლევის ინტერესების სფერო მოიცავს სისხლძარღვების, თირკმლის, ღვიძლის, ელენთის, საკვერცხის, საშვილოსნოს სქესობრივი და ასაკობრივი თავისებურებების მორფო-ფუნქციურ და კლინიკურ ასპექტებს ნორმაში და პათოლოგიისას(სეფსისი, ტრავმული შოკი, ათეროსკლეროზი, მიომა, ძუძუს კიბო); ავტორია 167 სამეცნიერო და სასწავლო-მეთოდური ნაშრომის, რომელთაგან 160 არის ნაბეჭდი - მათგან 123 სამეცნიერო ნაშრომი გამოქვეყნებულია საქართველოს ფარგლებს გარეთ(ნაშრომების დიდი უმრავლესობა გამოქვეყნებულია რეფერირებად გამოცემებში, რომელთაგან მრავალს აქვს იმპაქტ-ფაქტორი); მონაწილეობა აქვს მიღებული 100-ზე მეტ საერთაშორისო სამეცნიერო-პედაგოგიურ ფორუმში, რომელთა დიდი უმრავლესობა საქართველოს ფარგლებს გარეთ ჩატარდა, სადაც მონაწილეობდა როგორც საორგანიზაციო კომიტეტის და პრეზიდიუმის წევრი, სხდომების თავმჯდომარე და თანათავმჯდომარე, მრგვალი მაგიდის თანათავმჯდომარე, ზეპირი მომხსენებელი პლენარულ და სექციურ სხდომებზე, სტენდური მოხსენებები, პუბლიკაციები; იგი არის მონოგრაფიების, დსთ-ის სხვადასხვა ქვეყნებიდან გამოგზავნილი მრავალი სადისერტაციო ნაშრომის ავტორეფერატის რეცენზენტი, დისერტაციების ოპონენტი; მის მიერ შექმნილია 3 სასწავლო ვიდეოფილმი: ა) "ნატურალურ ანატომიური პრეპარატები. კუნთები", ბ) "ნატურალური ანატომიური პრეპარატები. ნერვები, სისხლძარღვები", გ) "ნატურალური ანატომიური პრეპარატები. კუნთები, ნერვები, სისხლძარღვები", რომლებშიც ავტორი პირადად მის მიერ დამზადებულ ნერვ-სისხლძარღვოვან და კუნთოვან გვამებზე ახდენს ანატომიური სტრუქტურების დემონსტრირებას; ატარებს ლექციურ და პრაქტიკულ მეცადინეობებს ინგლისურენოვან სექტორზე(2011 წელს ჩაბარებული აქვს კემბრიჯის უნივერსიტეტის ESOL გამოცდა და აღებული აქვს საერთაშორისო სერტიფიკატი). მისი ბიოგრაფია შეტანილია გამოცემებში: "ვინ ვინ არის მსოფლიოში"(2009), "ენციკლოპედია - საქართველო"(2012), "ცნობილი მეცნიერები რუსეთში"(2016). საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ღვიძლისა და ელენთის სტრუქტურული ცვლილებების შედარებითი დახასიათება ორგანიზმზე "სუფთა" და მწვავე სისხლდენასთან კომბინირებულ–მექანიკური ტრავმის ზემოქმედებისას", დაიცვა 1985 წელს. სადოქტორო დისერტაციის თემა - "თირკმლის ორგანოსშიდა სისხლძარღვთა კალაპოტის ფუნქციური მორფოლოგია ასაკობრივი, სქესობრივი და ლოკალური თავისებურების გათვალისწინებით", დაიცვა 1993 წელს ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
საკონტაქტო ინფორმაცია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |