The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Physicians of Georgia
HomeCategories  
Search
Person Name:

This unique reference book contains biographies of physicians who worked from the beginning of Georgian medical history to present day . Health workers, physicians and their descendants have the opportunity to participate in this project and are able to provide biographical information about Georgian physicians through this website.

For detailed information please call - 577730507 (Tamar Taktakishvili)



მაია დგებუაძე

მაია დგებუაძე
Date of birth:10 November, 1954  (70 years)
Category:Anatomist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ხობი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1977 წელს.

1978-1990წწ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის(შემდგომში უნივერსიტეტი - თსსუ) ადამიანის ნორმალური ანატომიის კათედრის(შემდგომში დეპარტამენტი) ასისტენტი; 1990-1991წწ. უფროსი მასწავლებელი, 1991-1994წწ. დოცენტი, 1994-2006წწ. პროფესორი, 2006 წლიდან ასოცირებული პროფესორი. მისი სამეცნიერო კვლევის ინტერესების სფერო მოიცავს სისხლძარღვების, თირკმლის, ღვიძლის, ელენთის, საკვერცხის, საშვილოსნოს სქესობრივი და ასაკობრივი თავისებურებების მორფო-ფუნქციურ და კლინიკურ ასპექტებს ნორმაში და პათოლოგიისას(სეფსისი, ტრავმული შოკი, ათეროსკლეროზი, მიომა, ძუძუს კიბო); ავტორია 167 სამეცნიერო და სასწავლო-მეთოდური ნაშრომის, რომელთაგან 160 არის ნაბეჭდი - მათგან 123 სამეცნიერო ნაშრომი გამოქვეყნებულია საქართველოს ფარგლებს გარეთ(ნაშრომების დიდი უმრავლესობა გამოქვეყნებულია რეფერირებად გამოცემებში, რომელთაგან მრავალს აქვს იმპაქტ-ფაქტორი); მონაწილეობა აქვს მიღებული 100-ზე მეტ საერთაშორისო სამეცნიერო-პედაგოგიურ ფორუმში, რომელთა დიდი უმრავლესობა საქართველოს ფარგლებს გარეთ ჩატარდა, სადაც მონაწილეობდა როგორც საორგანიზაციო კომიტეტის და პრეზიდიუმის წევრი, სხდომების თავმჯდომარე და თანათავმჯდომარე, მრგვალი მაგიდის თანათავმჯდომარე, ზეპირი მომხსენებელი პლენარულ და სექციურ სხდომებზე, სტენდური მოხსენებები, პუბლიკაციები; იგი არის მონოგრაფიების, დსთ-ის სხვადასხვა ქვეყნებიდან გამოგზავნილი მრავალი სადისერტაციო ნაშრომის ავტორეფერატის რეცენზენტი, დისერტაციების ოპონენტი; მის მიერ შექმნილია 3 სასწავლო ვიდეოფილმი: ა) "ნატურალურ ანატომიური პრეპარატები. კუნთები", ბ) "ნატურალური ანატომიური პრეპარატები. ნერვები, სისხლძარღვები", გ) "ნატურალური ანატომიური პრეპარატები. კუნთები, ნერვები, სისხლძარღვები", რომლებშიც ავტორი პირადად მის მიერ დამზადებულ ნერვ-სისხლძარღვოვან და კუნთოვან გვამებზე ახდენს ანატომიური სტრუქტურების დემონსტრირებას; ატარებს ლექციურ და პრაქტიკულ მეცადინეობებს ინგლისურენოვან სექტორზე(2011 წელს ჩაბარებული აქვს კემბრიჯის უნივერსიტეტის ESOL გამოცდა და აღებული აქვს საერთაშორისო სერტიფიკატი). მისი ბიოგრაფია შეტანილია გამოცემებში: "ვინ ვინ არის მსოფლიოში"(2009), "ენციკლოპედია -  საქართველო"(2012), "ცნობილი მეცნიერები რუსეთში"(2016).

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ღვიძლისა და ელენთის სტრუქტურული ცვლილებების შედარებითი დახასიათება ორგანიზმზე "სუფთა" და მწვავე სისხლდენასთან კომბინირებულ–მექანიკური ტრავმის ზემოქმედებისას", დაიცვა 1985 წელს.

სადოქტორო დისერტაციის თემა - "თირკმლის ორგანოსშიდა სისხლძარღვთა კალაპოტის ფუნქციური მორფოლოგია ასაკობრივი, სქესობრივი და ლოკალური თავისებურების გათვალისწინებით", დაიცვა 1993 წელს

Member of Organizations

  • თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭო, წევრი
  • ინტეგრაციული ანთროპოლოგიის საერთაშორისო აკადემია, ნამდვილი წევრი (1998-)
  • მორფოლოგთა საერთაშორისო ასოციაციის(ყოფილი საბჭოთა კავშირის ანატომთა, ჰისტოლოგთა და ემბრიოლოგთა საზოგადოების სამართალმემკვიდრე) საკოორდინაციო საბჭო, წევრი (2000-)
  • ჟურნალ "Archiv EuroMedica"(გერმანია) სარედაქციო კოლეგია, წევრი (2015-)
  • ჟურნალ "Biomedical and Biosocial Anthropology"(უკრაინა) სარედაქციო საბჭო, წევრი (2003-)
  • ჟურნალ "Morphology"(Morphologia - Archives of anatomy, histology and embryology - founded in 1916, რუსეთი) სარედაქციო საბჭო, წევრი (2002-)
  • რუსეთის საბუნებისმეტყველო აკადემია, წევრ-კორესპონდენტი (2015-)
  • რუსეთის საბუნებისმეტყველო აკადემიის სამეცნიერო ჟურნალების ექსპერტთა საბჭო, წევრი (2015-)

Awards and Honors

  • 2016 - "Labore et Scientia - შრომით და ცოდნით" ორდენი
    მეცნიერებისა და განათლებისთვის გაწეული ღვაწლისთვის (რუსეთის საბუნებისმეტყველო აკადემია)
  • 2016 - ეკატერინე დიდის მედალი
    მეცნიერებისა და განათლებისთვის გაწეული ღვაწლისთვის (რუსეთის საბუნებისმეტყველო აკადემია)
  • 2016 - "Primus inter Pares - პირველი თანასწორთა შორის" ორდენი
    მეცნიერებისა და განათლებისთვის გაწეული ღვაწლისთვის (რუსეთის საბუნებისმეტყველო აკადემია)
  • 2015 - რუსეთის საბუნებისმეტყველო აკადემიის ვ. ი. ვერნადსკის სახელობის მედალი
  • 2015 - მეცნიერებისა და განათლების დამსახურებული მოღვაწე (რუსეთის საბუნებისმეტყველო აკადემია)
  • 2013 - ევროპული აკადემიის საპატიო მეცნიერი (ქ. რომი)
  • 2013 - საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ევროპული აკადემიის რობეტ კოხის სახელობის მედალი (ქ. ჰანოვერი, გერმანია)
  • 2013 - ევროპის სამეცნიერო საზოგადოება, საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ევროპული აკადემია და რაინდების საერთაშორისო ასოციაციის საპატიო მეცნიერი (ქ. ჰანოვერი)

Bibliography

Contacts Information

  • Business
    თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი
    Address:თბილისი, ვაჟა-ფშაველას 33