The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



აკაკი გამყრელიძე

დაბადების თარიღი:5 თებერვალი, 1950  (75 წლის)
კატეგორია:ნარკოლოგი, ფსიქიატრი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1972 წელს.

1972–1974წწ. იყო ფსიქიატრიის კათედრის ორდინატორი; 1984 წლიდან ფსიქიატრიის ინსტიტუტის მეცნიერ–თანამშრომელი, ნარკოლოგიური კლინიკური განყოფილების ხელმძღვანელი; 1982–1984წწ. რესპ. ნარკოლოგიური კლინიკური საავადმყოფოს მთავარი ექიმი; 1982–1986წწ. ჯანდაცვის სამინისტროს მთავარი ნარკოლოგი; 1994 წლიდან თავდაცვის სამინისტროს მთავარი სპეციალისტ–ფსიქიატრი. ავტორია 47 სამეცნიერო ნაშრომის. ექიმი ფსიქიატრ–ნარკოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ღვინის ალკოჰოლური ფსიქოზების კლინიკური თავისებურებანი", დაიცვა 1984 წელს მოსკოვში.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • სამედიცინო–სოციალურ მეცნიერებათა აკადემია, წევრ-კორესპონდენტი