The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



თინათინ გარსევანიშვილი

დაბადების თარიღი:21 აგვისტო, 1920  (103 წლის)
კატეგორია:პედიატრი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1942 წელს.

1944–1947წწ. იყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პედიატრიული კათედრის კლინიკური ორდინატორი; 1952–1953წწ. აფხაზეთის მთავარი პედიატრი; 1953–1959წწ. თბილისის ამიერკავკასიის რკინიგზის მთავარი პედიატრი; 1960–1991წწ. თბილისის პედიატრიის ინსტიტუტის თანამშრომელი; 1992–1996წწ. ბავშვთა მე–13 პოლიკლინიკის კონსულტანტი; ავტორია 91 სამეცნიერო ნაშრომისა. არის ექიმი–პედიატრი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - ''ზოგიერთი ჟანგვა–აღდგენითი პროცესები პნევმონიისა და რაქიტის დროს ბავშვებში'', დაიცვა 1952 წელს. 

სადოქტორო დისერტაციის თემა - ''B ჯგუფის ვიტამინების ცვლილება პნევმონიისა და რაქიტის დროს", დაიცვა 1970 წელს. 

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • თბილისის პედიატრთა საზოგადოება, წევრი
  • საზოგადოება "ცოდნა", წევრი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • მედალი "შრომითი წარჩინებისთვის"
  • შრომის ვეტერანი

ბიბლიოგრაფია