The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



ქეთევან გარსიაშვილი

დაბადების თარიღი:10 ივლისი, 1921  (103 წლის)
კატეგორია:ჰემატოლოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. საგარეჯო.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1941 წელს.

1941 წელს იყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის საფაკულტეტო ქირურგიის კათედრის ორდინატორი; 1942 წელს ამიერკავკასიის რკინიგზის ცენტრალური საავადმყოფოს ქირურგიული განყოფილების ორდინატორი; 1955 წელს ამიერკავკასიის რკინიგზის სისხლის გადასხმის სადგურის ექიმი; 1958–1969წწ. რენტგენო–რადიოლოგიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის ჰემატოლოგია–ციტოლოგიის ლაბორატორიის ხელმძღვანელი; 1969–1977წწ. ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის ციტოლოგიის ლაბორატორიის უფროსი; 1977–1998წწ. ექიმთა დიპლომისშემდგომი განათლების აკადემიის კათედრის დოცენტი, შემდეგ გამგე, პროფესორი. ავტორია 90 სამეცნიერო ნაშრომის. გამოქვეყნებული აქვს ორი მონოგრაფია. 1977 წლიდან სისტემატურად ატარებს ლექცია–სემინარებსა და პრაქტიკულ მეცადინეობას ჰემატოლოგია–ციტოლოგიაში. ექიმი– კლინიკური ციტოლოგი, ჰემატოლოგი, მედიცინის მეცნიერებატა დოქტორი, პროფესორი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ციტოლოგიური გამოკვლევების გამოყენება ზოგიერთი დაავადების დროს", დაიცვა 1958 წელს.

სადოქტორო დისერტაციის თემა - "ჰემობლასტოზების უჯრედული ვარიანტები, მათი ციტოლოგიური დინამიურობა და ტრანსფორმაციები", დაიცვა 1994 წელს.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • თბილისის ექიმ–ლაბორანტთა სამეცნიერო საზოგადოება, თავმჯდომარე
  • თბილისის ექიმ–ლაბორანტთა სამეცნიერო საზოგადოების გამგეობა, წევრი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1990 - ჯანდაცვის დამსახურებული მუშაკის საპატიო წოდება
  • შრომის ვეტერანის მედალი