The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



ნინო გაფრინდაშვილი-კანდელაკი

დაბადების თარიღი:20 ივლისი, 1958  (65 წლის)
კატეგორია:პედიატრი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პედიატრიული ფაკულტეტი 1981 წელს.

1981 წელს მუშაობდა ბავშვთა N 13 პოლიკლინიკაში; 1982 წელს ბავშვთა რეაბილიტაციის ცენტრში; 1983–1984წწ. იყო პედიატრიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის კლინიკური ორდინატორი. ავტორია 16 სამეცნიერო ნაშრომის, რომლებიც ეხება ალერგიულ დაავადებებს. 1997 წელს მონაწილეობდა ავსტრიის ქ. ზალცბურგში სამედიცინო სემინარის მუშაობაში. ექიმი–პედიატრი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ერითროციტების მორფო–ფუნქციური თავისებურებანი ბრონქული ასთმის დროს ბავშვებში", დაიცვა 1994 წელს.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • იმუნოლოგთა ასოციაცია, წევრი
  • საქართველოს პედიატრ–ალერგოლოგთა ასოციასცია, წევრი