შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი) |
თამაზ გაჩეჩილაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პედიატრიული ფაკულტეტი 1962 წელს. 1962–1965წწ. ჭიათურის ქალაქის საავადმყოფოს ქირურგი; 1965–1969წწ. იყო მოსკოვის ექიმთა დახელოვნების ცენტრალური ინსტიტუტის ბავშვთა ქირურგიის კათედრის კლინიკური ორდინატორი; 1969 წლიდან თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ბავშვთა ქირურგიის კათედრის ასისტენტი, დოცენტი, პროფესორი; 1984–1992წწ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პედიატრიული ფაკულტეტის დეკანის მოადგილე. ავტორია 96 სამეცნიერო ნაშრომის, აქვს ორი გამოგონება, გამოცემული აქვს მონოგრაფიები. ექიმი–ბავშვთა ქირურგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ჰირშპრუნგის დაავადების ქირურგიული მკურნალობა ბავშვებში სოავეს მეთოდით", დაიცვა 1969 წელს მოსკოვში. სადოქტორო დისერტაციის თემა - "განავლის შეუკავებლობა ბავშვებში", დაიცვა 1988 წელს მოსკოვში.
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |