The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



მეგი გაჩეჩილაძე

დაბადების თარიღი:20 ივნისი, 1948  (77 წლის)
კატეგორია:ქირურგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1972 წელს.

1092–1974წწ. იყო რუსთავის მეტალურგიული ქარხნის მედიკო–სანიტარული ნაწილის პოლიკლინიკა–საავადმყოფოს გაერთიანების ექიმი–ტრავმატოლოგი; 1974–1991წწ. თბილისის პროფესორ ნ. კახიანის სახელობის რკინიგზის კლინიკური საავადმყოფოს ქირურგიული განყოფილების ექიმ–ორდინატორი; 1980–1984წწ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის საფაკულტეტო ქირურგიის კათედრის ასპირანტი; 1991 წლიდან კათედრის ასისტეტნტი. ავტორია 47 სამეცნიერო ნაშრომის ქირურგიის აქტუალურ საკითხებზე. არის ექიმი–ქირურგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - " პანკრეასის ფუნქციონალური მდგომარეობა ნაწლავთა გარეთა ფისტულების დროს", დაიცვა 1988 წელს.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • თბილისის გრიგოლ მუხაძის სახელიბის ქირურგიული საზოგადოებია, წევრი

ბიბლიოგრაფია