The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



ალექსანდრე გეგენავა

დაბადების თარიღი:16 ივლისი, 1939  (85 წლის)
კატეგორია:ქირურგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ცხაკაიას რაიონი, სოფელი გეჯეთი.

დაამთავრა კუიბიშევის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი 1969 წელს; კუიბიშევის მარქსიზმ–ლენინიზმის საღამოს სწავლების უნივერსიტეტი (ГК КПСС) 1983 წელს.

1969–1971წწ. იყო კუიბიშევის ოლქის, სოფ. ელხოვკას N2 რაიონული საავადმყოფოს ექიმი–ქირურგი; 1972–1974წწ. კუიბიშევის N1 ნ.ი. პიროგოვის სახელობის საავადმყოფოს ექიმი–ქირურგი; 1974–1976წწ. კუიბიშევის სამედიცინო ინსტიტუტის ჰოსპიტალური ქირურგიის კათედრაზე გაიარა კლინიკური ორდინატორის ორწლიანი კურსი ქირურგიაში; 1976–1981წწ. მუშაობდა კუიბიშევის სამედიცინო ინსტიტუტის ჰოსპოტალური ქირურგიის კლინიკურ–ორდინატორად; 1989 წლიდან ცენტრალური რესპუბლიკური კლინიკის თანამშრომელია; 1990 წლიდან არის სასწრაფო სამედიცინო გადაუდებელი დახმარებისა და სამედიცინო კატასტროფის ცენტრის ექიმი–ქირურგი. ავტორია 15 სამეცნიერო ნაშრომის. მონაწილეობდა სხვადასხვა სამედიცინო ყრილობებსა და სესიებში. ექიმი–ქირურგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი, უმაღლესი კატეგორიის ქირურგი.

საკანდიდატგო დისერტაციის თემა - "Причины и последствия диагностических ошибок при остром апендиците", დაიცვა 1983 წელს.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • კუიბიშევის ოლქის რაზუმოვსკის სახელობის სამეცნიერო–სამედიცინო ქირურგიული საზოგადოება, წევრი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1976 - რაზუმოვსკის სახელობის პირველი ხარისხის პრემია