The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



არჩილ გედენიძე

დაბადების თარიღი:13 ივლისი, 1961  (58 წლის)
კატეგორია:ქირურგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პედიატრიული ფაკულტეტი 1986 წელს.

1978–1980წწ. იყო თბილისის N8 საავადმყოფოს სანიტარი; 1986–1988წწ. ბავშვთა ქირურგიის კათედრის კლინიკური ორდინატორი; 1988–1992წწ. უფროსი ლაბორანტი; 1992–1998წწ. ქირურგიული ულტრაბგერითი კვლევის განყოფილების გამგე; 1998 წლიდან თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პედიატრიული კლინიკის ინსტრუმენტული ბლოკის ხელმძღვანელი. გამოქვეყნებული აქვს 14 სამეცნიერო ნაშრომი. ბავშვთა ქირურგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ღვიძლის და ნაღვლის ბუშტის ექოტომოგრაფია და არასრული ბიოფსია ბავშვთა ასაკში", დაიცვა 1997 წელს.