Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search This unique reference book contains biographies of physicians who worked from the beginning of Georgian medical history to present day . Health workers, physicians and their descendants have the opportunity to participate in this project and are able to provide biographical information about Georgian physicians through this website. For detailed information please call - 577730507 (Tamar Taktakishvili) |
კლარა გელაშვილი![]()
Biographyდაბადების ადილი: ქ. ბორჯომი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1954 წელს. 1955–1970წწ. იყო თბილისის სახელმწიფო ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის რენდგენოლოგიისა და რადიოლოგიის კათედრაზე, უფროსი ლაბორანტი, ასპირანტი, ასისტენტი, დოცენტი; 1970 წლიდან თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ჰიგიენის კათედრის დოცენტი, პროფესორი, კომუნალური და რადიაციული ჰიგიენის კათედრის პროფესორი, კათედრის გამგე; ავტორია 110 სამეცნიერო ნაშრომისა; არის სამი საკანდიდატო დისერტაციის ხელმძღვანელი, საავტორო მოწმობის მფლობელი (N77, 1943, 20 ივნისი 1980). არის ექიმი–ჰიგიენისტი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "მაიონიზებელი გამოსხივების მცირე დოზების ბიოლოგიური მოქმედება", დაიცვა 1960 წელს. სადოქტორო დისერტაციის თემა - "მენსტრუალურ–ოვარიული ფუნქცია ორგანიზმზე მაიონიზებელი რადიაციის მცირე დოზების ხანგრძლივი მოქმედების დროს", დაიცვა 1971 წელს. Member of Organizations
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |