The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



ნანული გენძეხაძე

დაბადების თარიღი:28 ივლისი, 1939  (78 წლის)
კატეგორია:ექიმი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სან–ჰიგიენური ფაკულტეტი 1963 წელს.

1965–1975წწ. მუშაობდა ვაქცინებისა და შრატების სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტში; 1975 წლიდან თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის თანამშრომელია. ავტორია 19 სამეცნიერო ნაშრომის, რომლებიც ეხება სპეციფიური დიაგნოსტიკური ბაქტერიოფაგის Sh. newcastle-ს მიღებასა და პრაქტიკულ გამოყენებას. სანიტარული ექიმი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი, უფროსი მასწავლებელი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა -"დიაგნოსტიკური ფაგი Sn 2. Sh. newcastle- ს იდენტიფიკაციისა და ინდიკაციისათვის", დაიცვა 1983 წელს.