The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



მერაბ გერაძე

დაბადების თარიღი:16 ივნისი, 1946  (71 წლის)
კატეგორია:კარდიოლოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1971 წელს.

1971–1974წწ. იყო ტყიბულის მედიკო–სანიტარული ნაწილის ცეხის ექიმი; 1975–1978წწ. ექსპერიმენტული და კლინიკური თერაპიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის რეანიმაციის განყოფილების ექიმი–ორდინატორი; 1978–1982წწ. მიოკარდიუმის ინფარქტის განყოფილების უმცროსი მეცნიერ–მუშაკი; 1982–1991წწ. გ. ი. დ. დ. კარდიომიოპათიის განყოფილების უმცროსი მეცნიერ–თანამშრომელი; 1991 წლიდან განყოფილების უფროსი მეცნიერ–თანამშრომელი. ავტორია 18 სამეცნიერო ნაშრომის. მისი სამეცნიერო ნაშრომები მოხსენებულია 81 სხვადასხვა სამეცნიერო კონფერენციაზე და საერთაშორისო სიპოზიუმებზე. ექიმი–კარდიოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა: - "სხვადასხვა კლასის ნიტრატების შედარებითი ეფექტურობა გულის იშემიური დაავადების დროს", დაიცვა ერევანში 1989 წელს.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს თერაპევტთა სამეცნიერო საზოგადოება, წევრი
  • საქართველოს კარდიოლოგთა საზოგადოება, წევრი