The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



ლეილა გერსამია

დაბადების თარიღი:16 ოქტომბერი, 1944  (73 წლის)
კატეგორია:კარდიოლოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1967 წელს.

1968 წლიდან იყო კარდიოლოგიის ინსტიტუტის ასპირანტი, უმცროსი მეცნიერ–თანამშრომელი, უფროსი მეცნიერ–თანამშრომელი; 1985 წლიდან თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის კურორტოლოგიისა და ფიზიოთერაპიის კათედრის დოცენტი. ავტორია 60 სამეცნიერო ნაშრომის. არის ექიმი–კარდიოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "გულის მარცხენა და მარჯვენა პარკუჭების ფუნქციური მდგომარეობის შესწავლა ჰიპერტონული დაავადების დროს", დაიცვა 1976 წელს.

სადოქტორო დისერტაციის თემა - "არტერიული სისტემის პეიმდანსის შედარებითი შესწავლა".

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მედიკო–სოციოლოგიური აკადემია, წევრ-კორესპონდენტი