შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი) |
ალექსანდრე გვაზავა![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1984 წელს. 1985–1987წწ. იყო ჩხოროწყუს რაისაავადმყოფოს ქირურგი; 1988–1990წწ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ოპერაციული ქირურგიისა და ტოპოგრაფიული ანატომიის კათედრის უფროსი ლაბორანტი; 1991–1994წწ. აკადემიკოს კ. ერისთავის სახელობის ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის ასპირანტი; 1990 წლიდან არის თბილისის პირველი საავადმყოფოს ზოგადქირურგიული კლინიკის ქირურგი; 1998 წლიდან ამავე საავადმყოფოს მიმღებ–პოლიკლინიკური გაერთიანებების ხელმძღვანელი. ავტორია 7 სამეცნიერო ნაშრომის ბილიარული სისტემის პრობლემებზე. ქირურგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ჭეშმარიტი პოსტქოლეცისტექტომური სინდრომი და ნაღვლის კალაპოტის ცვლილებები ქოლეცისტექტომიის შემდეგ", დაიცვა 1994 წელს.
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |