შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი) |
ვაჟა გვანცელაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1956 წელს. 1959-1970წწ. იყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პედიატრიული, სტომატოლოგიური და პროფილაქტიკური მედიცინის საფაკულტეტო თერაპიის კათედრის ასისტენტი; 1970-1989წწ. დოცენტი; 1989-1994წწ. პროფესორი; 1994-2001წწ. შინაგან სნეულებათა და დიაგნოსტიკის თერაპიის კათედრის გამგე; 2001-2006წწ. შინაგანი სნეულების მე-5 კათედრის პროფესორი; 2006-2008წწ. სამედიცინო ინსტიტუტ "დასტაქარის" თერაპიის კათედრის გამგე, მე-4 კლინიკური საავადმყოფოს თერაპიული და კარდიოლოგიური განყოფილებების კონსულტანტი. არის 68 სამეცნიერო ნაშრომის, სახელმძღვანელოებისა და წიგნების ავტორი. საკანდიდატო დისერტაციის თემა -"პანკრეასის გარე სეკრეციულ ფუნქციაზე ზვარეს მინერალური წყლის მოქმედების კლინიკური და ექსპერიმენტული გამოკვლევა", დაიცვა 1965 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "ქრონიკური გასტრიტის კლინიკო-მორფო ფუნქციური ფორმები", დაიცვა 1988 წელს მოსკოვში. ვეტერანი კალათბურთელი, თბილისის დინამოს ღირსებას იცავდა გასული საუკუნის 50-60-იან წლებში. ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |