The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



ვაჟა გვანცელაძე

ვაჟა გვანცელაძე
დაბადების თარიღი:6 აპრილი, 1932  (92 წლის)
კატეგორია:თერაპევტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1956 წელს.

1959-1970წწ. იყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პედიატრიული, სტომატოლოგიური და პროფილაქტიკური მედიცინის საფაკულტეტო თერაპიის კათედრის ასისტენტი; 1970-1989წწ. დოცენტი; 1989-1994წწ. პროფესორი; 1994-2001წწ. შინაგან სნეულებათა და დიაგნოსტიკის თერაპიის კათედრის გამგე; 2001-2006წწ. შინაგანი სნეულების მე-5 კათედრის პროფესორი; 2006-2008წწ. სამედიცინო ინსტიტუტ "დასტაქარის" თერაპიის კათედრის გამგე, მე-4 კლინიკური საავადმყოფოს თერაპიული და კარდიოლოგიური განყოფილებების კონსულტანტი. არის 68 სამეცნიერო ნაშრომის, სახელმძღვანელოებისა და წიგნების ავტორი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა -"პანკრეასის გარე სეკრეციულ ფუნქციაზე ზვარეს მინერალური წყლის მოქმედების კლინიკური და ექსპერიმენტული გამოკვლევა", დაიცვა 1965 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "ქრონიკური გასტრიტის კლინიკო-მორფო ფუნქციური ფორმები", დაიცვა 1988 წელს მოსკოვში.

ვეტერანი კალათბურთელი, თბილისის დინამოს ღირსებას იცავდა გასული საუკუნის 50-60-იან წლებში.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • გასტროენტეროლოგიური საზოგადოების გამგეობა, წევრი
  • თბილისის "დინამოს" ოსტატ კალათბურთელთა გუნდი, წევრი (1950-1959)
  • თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის კლინიკური საბჭო, წევრი
  • თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პედაგოგიური საბჭო, წევრი
  • თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პედიატრიული ფაკულტეტის სამეცნიერო საბჭო, წევრი
  • თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის რექტორის მრჩეველთა საბჭო, წევრი
  • თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო, წევრი
  • ინტერნისტთა საზოგადოების გამგეობა, წევრი
  • საქართველოს ჰუმანიტარული და სახელოვნებო მეცნიერებათა აკადემია, წევრი
  • ცენტრალური მეთოდკომისია, წევრი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2017 - სპორტის რაინდის წოდება
  • 2003 - ღირსების ორდენი
  • 1954 - სპორტის ოსტატი
  • 1950 - საქართველოს ჩემპიონი
  • 1948 - სსრკ ჩემპიონი ჭაბუკთა შორის კალათბურთში
  • სსრკ ზამთრის თამაშების ჩემპიონი და პრიზიორი
  • სსრკ თამაშების ჩემპიონი და პრიზიორი

ბიბლიოგრაფია