The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



გურამ გვასალია

გურამ გვასალია
დაბადების თარიღი:2 ივნისი, 1946  (77 წლის)
კატეგორია:ქირურგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1969 წელს.

1969–1972წწ. იყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ჰოსპიტალური ქირურგიის კათედრის ასპირანტი; 1973–1978წწ. ამავე კათედრის უფროსი ლაბორანტი; 1978–1990წწ. ასისტენტი; 1990–1994წწ. დოცენტი; 1994 წლიდან – პროფესორი. 1983–1989წწ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ინტერნატურისა და საწარმოო პრაქტიკის დეკანის მოადგილე; 1989–1994წწ. ჯანდაცვის სამინისტროს მთავარი ქირურგი; 1994–1996წწ. სამედიცინო პროგრამების მართვის დეპარტამენტის უფროსი; 1996 წლიდან ხელმძღვანელობს ცენტრალური კლინიკური საავადმყოფოს კლინიკას. ავტორია 110 სამეცნიერო ნაშრომის. ქირურგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ზოგიერთი ბიოქიმიური ცვლილება და შინაგან ორგანოთა ფუნქციური მდგომარეობა ნაწლავგარეთა ფისტულების დროს და მისი მკურნალობა", დაიცვა 1974 წელს.

სადოქტორო დისერტაციის თემა - "დიფუზიური პერიტონიტი და პერიტონული სეფსისი, დიაგნოსტიკისა და მკურნალობის კრიტერიუმების სტრუქტურულ–ციტოქიმიური დასაბუთება", დაიცვა 1992 წელს.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს სამედიცინო–ბიოლოგიური აკადემია, წევრი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1995 - ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენი