შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი) |
არსენ გვენეტაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ტყიბული. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1987 წელს. 1984–1987წწ. იყო თერმული დაზიანების რესპუბლიკური ცენტრის ექიმის თანაშემწე; 1987–1988წწ. თბილისის მერვე კლინიკური საავადმყოფოს ქირურგიული განყოფილების ინტერნი; 1988–1990წწ. თიანეთის რაისაავადმყოფოს ექიმი–ქირურგი; 1990 წლიდან ი. ჟორდანიას სახელობის ადამიანის რეპროდუქციის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის მეცნიერ–მუშაკია; 1992–1994წწ. მუშაობდა აშშ საერთაშორისო ორგანიზაცია AVSC internacional-ის ექიმ ექსპერტ–კონსულტანტად ლაპაროსკოპული ქირურგიისა და კონტრაცეპციის დარგში; ავტორია 18 სამეცნიერო ნაშრომის; როგორც ლექტორი და ლაპაროსკოპული ქირურგიის პრაქტიკული მასწავლებელი, მონაწილეობდა აზიისა და დსთ ქვეყნებში გამართული 21 საერთაშორისო სემინარის სტაჟირება–მუშაობაში. გინეკოლოგი, ლაპაროსკოპული გინეკოლოგიის სპეციალისტი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ლაპაროსკოპული კონტრაცეპცია და ოჯახის დაგეგმვა", დაიცვა 1994 წელ ბიბლიოგრაფია
საკონტაქტო ინფორმაცია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |