The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



არსენ გვენეტაძე

არსენ გვენეტაძე
დაბადების თარიღი:2 აგვისტო, 1963  (60 წლის)
კატეგორია:გინეკოლოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ტყიბული.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1987 წელს.

1984–1987წწ. იყო თერმული დაზიანების რესპუბლიკური ცენტრის ექიმის თანაშემწე; 1987–1988წწ. თბილისის მერვე კლინიკური საავადმყოფოს ქირურგიული განყოფილების ინტერნი; 1988–1990წწ. თიანეთის რაისაავადმყოფოს ექიმი–ქირურგი; 1990 წლიდან ი. ჟორდანიას სახელობის ადამიანის რეპროდუქციის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის მეცნიერ–მუშაკია; 1992–1994წწ. მუშაობდა აშშ საერთაშორისო ორგანიზაცია AVSC internacional-ის ექიმ ექსპერტ–კონსულტანტად ლაპაროსკოპული ქირურგიისა და კონტრაცეპციის დარგში; ავტორია 18 სამეცნიერო ნაშრომის; როგორც ლექტორი და ლაპაროსკოპული ქირურგიის პრაქტიკული მასწავლებელი, მონაწილეობდა აზიისა და დსთ ქვეყნებში გამართული 21 საერთაშორისო სემინარის სტაჟირება–მუშაობაში. გინეკოლოგი, ლაპაროსკოპული გინეკოლოგიის სპეციალისტი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ლაპაროსკოპული კონტრაცეპცია და ოჯახის დაგეგმვა", დაიცვა 1994 წელ

ბიბლიოგრაფია

საკონტაქტო ინფორმაცია

  • სამსახური
    ზურაბ საბახტარაშვილის რეპროდუქციული კლინიკა
    მისამართი:თბილისი, ლუბლიანას 2/6, I სართული
    ტელეფონი:597 51 19 13,(995 32) 2 518 887;
    ელ.ფოსტა: