The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



ზაალ გვიშიანი

დაბადების თარიღი:1 იანვარი, 1955  (70 წლის)
კატეგორია:კარდიოლოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1977 წელს.

1977–1980წწ. იყო თსუ ასპირანტი "მოლეკულური ბიოლოგიის" სპეციალობით; 1980–1988წწ. კლინიკური და ექსპერიმენტული კარდიოლოგიის ინსტიტუტის უმცროსი მეცნიერ–თანამშრომელი; 1980–1995წწ. მუშაობდა რესპუბლიკური ფსიქიატრიული საავადმყოფოს სექსოლოგიურ განყოფილებაში; 1995 წლიდან კონსულტაციის "ოჯახი და ქორწინების" თანამშრომელი. ავტორია 17 სამეცნიერო ნაშრომის. კარდიოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ინოზიე F–ის მოქმედება გენეტიკური აპარატის ფუნქციაზე მიოკარდიუმის გადატვირთვისა და დაზიანებისადმი ადაპტაციის დროს", დაიცვა 1999 წელს.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • სექსოლოგთა ევრო–აზიური ასოციაცია, წევრი