The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



ლიანა გზირიშვილი

ლიანა გზირიშვილი
დაბადების თარიღი:9 მაისი, 1956  (67 წლის)
კატეგორია:რადიოლოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი 1981 წელს.

1983–1990წწ. იყო აკ. ე. ფიფიას სახელობის კლინიკური საავადმყოფოს რენტგენოლოგიური განყოფილების ექიმი–რენტგენოლოგი; 1991–1995წწ. სხივური და ინტერვენციული დიაგნოსტიკის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის კომპიუტერული ტომოგრაფიის განყოფილებაში უმცროსი მეცნიერ–თანამშრომელი; 1995 წლიდან განყოფილების უფროსი მეცნიერ–თანამშრომელი. ავტორია 18 სამეცნიერო ნაშრომის, რომლებიც ეხება შუასაყარისა და ფილტვების ახალწარმონაქმნთა დიაგნოსტიკის საკითხებს. ექიმი–რადიოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "კომპიუტერული ტომოგრაფიის როლი შუასაყარის ავთვისებიანი სიმსივნეებისა და კისტების დიაგნოსტიკაში", დაიცვა 1995 წელს.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს რადიოლოგთა ასოციაცია, წევრი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • ამირან ჩაჩავას სახელობის პრემია