The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



კახაბერ გიგილაშვილი

დაბადების თარიღი:15 ივნისი, 1960  (64 წლის)
კატეგორია:ქირურგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1983 წელს.

1983–1985წწ. იყო ქირურგიის ინსტიტუტის ქირურგიული განყოფილების კლინიკური ორდინატორი, უფროსი ლაბორანტი; 1988–1992წწ. უმცროსი მეცნიერ–თანამშრომელი; 1992–1998წწ. მეცნიერ–თანამშრომელი; 1998 წლიდან – კარდიოქირურგიის საოპერაციო ბლოკის ხელმძღვანელი. ავტორია 23 სამეცნიერო ნაშრომის, რომლებიც ეხება გულის თანდაყოლილ და შეძენილ მანკებს. გულსისხლძარღვთა ქირურგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "მარცხენა პარკუჭის დისფუნქციით გართულებული გულის იშემიური დაავადების დროს აორტა–კორონარული შუნტირების ჩვენებების განსაზღვრა და უახლოესი ოპერაციის შემდგომი პერიოდის შედეგების შეფასება" , დაიცვა 1990 წელს.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ათეროსკლეროზის საერთაშორისო ასოციაცია, წევრი