შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი) |
დავით გიგინეიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1988 წელს. 1989–1991წწ. იყო მოსკოვის პირველი სამედიცინო ინსტიტუტის ნევროლოგიის კათედრის ასპირანტი; 1992 წლიდან პ. სარაჯიშვილის სახელობის ნევროლოგიის ინსტიტუტის ეპილეფტოლოგიური ცენტრის მეცნიერ–თანამშრომელი; 1998 წლიდან ეწევა პედაგოგიურ საქმიანობას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის ნევროლოგიისა და ნეიროქირურგიის დეპარტემენტში; 2001–2002 წლები როგორც კიბოს კვლევის საერთაშოირისო სააგენტოს (IARC) სტიპენდიანტმა გაატარა ჯონს ჰოპკინსის ჯანდაცვის სკოლის (ბალტიმორი, აშშ) ონკოეპიდემიოლოგიურ კათედრაზე; 2004 წელს წაიკითხა ლექცია ნეიროფსიქიატრიაში აიჩის სამედიცინო უნივერსიტეტში (ნაგოია, იაპონია); ავტორია მრავალი სამეცნიერო ნაშრომისა, რომელებიც ეხება ეპილეფსიით დაავადებულთა ცხოვრების ხარისხს, ეპილეფსიის ნეიროფსიქიატრიულ ასპექტებს, ნევროტულ (სომატოფორმულ) დარღვევებს, ნეიროონკოლოგიის ეპიდემიოლოგიას და სხვა; ხელმძღვანელობს ნევროლოგიაში კლინიკური ორდინატურის ეპილეფტოლოგიურ და ნეიროფსიქიატრიულ მოდულებს; მის სახელს უკავშირდება საქართველოში ნეიროფსიქიატრიის განვითარება და პირველი საპილოტე ნეიროონკოლოგიური რეესტრის დაარსება. 1985 წლიდან როგორც კინო და შემდგომ მუსიკის კრიტიკოსი აქვეყნებს წერილებს ქართულ პრესაში (2017 წლამდე 50–ზე მეტი), აქტიურად მოღვაწეობს საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის და საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაციის ჟურნალში "საქართველოს ბიბლიოთეკა". არის ექიმი–ნევროლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, თსუ ნევროლოგიისა და ნეიროქირურგიის დეპრატამენტის ასოცირებული პროფესორი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ძილის ნეიროფიზიოლოგიური საფუძვლები ისტერიული ნევროზით შეპყრობილ ლატერალიზებული სენსომოტორულ დეფექტის მქონე ავადმყოფებში", დაიცვა 1991 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა – "სომატოფორმული აშლიობანი ნევროოგიურ კლინიკაში", დაიცვა 2006 წელს. ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |