შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი) |
გურამ გიორგაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ჭიათურა. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1969 წელს. 1969–1971წწ. იყო ჭიათურის ქალაქის პოლიკლინიკის თერაპევტი; 1971–1975წწ. ჭიათურის ქალაქის საავადმყოფოს ექიმი–თეტაპევტი; 1972–1975წწ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის თერაპიის კათედრის უფროსი ლაბორანტი, 1975–1996წწ. ასისტენტი, 1996 წლიდან კათედრის დოცენტი; 1989 წლიდან თბილისის მე–4 კლინიკური საავადმყოფოს კარდიოლოგიური განყოფილების გამგე. ავტორია 23 სამეცნიერო ნაშრომის. თერაპევტი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი, დოცენტი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ეკგ–ზე იშემიური T კბილის გენეზისა და დიაგნოსტიკური ღირებულების შესწავლა სხვადასხვა დაავადებების დროს ასაკობრივ ასპექტში", დაიცვა 1981 წელს. ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |