The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



ელისაბედ გიორგაძე

ელისაბედ გიორგაძე
დაბადების თარიღი:16 მარტი, 1959  (65 წლის)
კატეგორია:ექიმი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი.

მუშაობდა სხვადასხვა კლინიკებში, ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის ბიოეთიკის და მედიცინის ისტორიის კათედრაზე, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის და პეტრე შოთაძის სახელობის სამედიცინო აკადემიის მოწვეულ პედაგოგად ბიოეთიკის კურსის განხორციელებისთვის. გამოქვეყნებული აქვს სამეცნიერო ნაშრომები ტრანსპლანტაციის, ევთანაზიის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან დაკავშირებულ საკითხებზე: "საექიმო ეთიკისა და დეონტოლოგიის საკითხები ქართულ სამედიცინო პერიოდიკაში თეორიული და კლინიკური მედიცინის ნარკვევები"(საქართველოს სახელმწიფო სამედიცინო აკადემიის შრომათა კრებული, 2002, თბილისი), "ტრანსპლანტაციის საწყისი ეტაპი საქართველოში"(ჟურნალი "საქართველოს სამედიცინო მოამბე", N2, 2002, თბილისი , "სხვადასხვა რელიგიის წარმომადგენელთა დამოკიდებულება ორგანოთა გადანერგვის მიმართ საქართველოში"(ჟურნალი "საქართველოს სამედიცინო მოამბე", N4-5-6, 2004, თბილისი , "Отношение генетических родственников  потенциалных реципиентов к пересадке органов "(ჟურნალი  "Georgian Medical News" N2(107), 2004, თბილისი), "საქართველოში სიკვდილ-სიცოცხლის საკითხების ზოგიერთი ასპექტი გლობალური ბიოეთიკის კონტექსტით"(საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მაცნე N3-4, 2012, თბილისი). მონაწილეობდა ბიოეთიკის სხვადასხვა საერთაშორისო ღონისძიებებზე: მათ შორის იუნესკოს ბიოეთიკის ექსპერტთა სხდომაზე სტამბულში, აშშ-ში იელის უნივერსიტეტის ბიოეთიკის ცენტრის პროგრამაში. არის სხვადასხვა საერთაშორისო არქიტექტურულ გამოფენებში  საქართველოს პავილიონის კურატორი და თანაორგანიზატორი, მათ შორის ვენეციის ბიენალეზე და არქიტექტურის მსოფლიო ფესტივალზე. 2005 წელს დაიცვა სამეცნიერო ნაშრომი ტრანსპლანტაციის პრობლემებზე საქართველოში. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს საპატრიარქოს ქალთა ფონდი, წევრი (2000-)
  • საქართველოს ტრანსპლატაციის ასოციაცია, წევრი (2005-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • ქ. ყვარლის საპატიო მოქალაქე
    ქ. ყვარელში სათნოების სახლის დაარსებისა და პატრონაჟისთვის