The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



ომარ გიორგაძე

დაბადების თარიღი:19 ნოემბერი, 1944  (80 წლის)
კატეგორია:კარდიოლოგი, ქირურგი

ბიოგრაფია

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1969 წელს.

1969–1981წწ. იყო მოსკოვის ბაკულევის სახელობის გულ–სისხლძარღვთა სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის ორდინატორი, უმცროსი და უფროსი მეცნიერ–თანამშრომელი; 1981–1992წწ. მოსკოვის ტრანსპლანტოლოგიისა და ხელოვნური ორგანოების სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ–თანამშრომელი, მთავარი სპეციალისტი; 1993 წლიდან ხელმძრვანელობდა თბილისის ქირურგიის ინსტიტუტის კარდიო–ქირურგიულ კლინიკას. ავტორია 110 სამეცნიერო ნაშრომის. კარდიოქირურგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, რესპუბლიკის მთავარი სპეციალიტი, გულის იშემიური დაავადების ქირურგიული მკურნალობის კოორდინატორი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "კალცინირებული მიტრალური სტენოზის ქირურგიული მკურნალობა ხელოვნური სისხლის მიმოქცევის ქვეშ", დაიცვა 1978 წელს.

სადოქტორო დისერტაციის თემა - "გულის გადანერგვის შორეული შედეგების შეფასება კლინიკო–ფუნქციონალური მეთოდებით", დაიცვა 1991 წელს.