შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი) |
მარინა გიორგობიანი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. სანკტ–პეტერბურგი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სან–ჰიგიენური ფაკულტეტი 1977 წელს. 1977–1979წწ. იყო წითელწყაროს რაისანეპიდსადგურის ზოგადი ჰიგიენის განყოფილების და მცხეთის რაი–სანეპიდსადგურის შრომის ჰიგიენის განყოფილების სანიტარული ექიმი; 1979–1989წწ. ნ. ი. მახვილაძის სახელობის შრომის ჰიგიენისა და პროფდაავადებათა სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის თანამშრომელი, უმცროსი მეცნიერ–თანამშრომელი, შრომის ჰიგიენის განყოფილების გამგე; 1989 წლიდან თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ზოგადი ჰიგიენის კათედრის დოცენტი. ავტორია 24 სამეცნიერო ნაშრომის. ექიმი–ჰიგიენისტი, ეპიდემიოლოგი, ტოქსიკოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "თიაზონის ორგანიზმზე ზოგადი მოქმედების ჰიგიენური მნიშვნელობა და მისი გავლენა რეპროდუქციულ ფუნქციაზე", დაიცვა 1987 წელს. ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
საკონტაქტო ინფორმაცია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |