The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



ევტიხი გობრონიძე

ევტიხი გობრონიძე
დაბადების თარიღი:19 ნოემბერი, 1903
გარდაცვ. თარიღი:19 ივლისი, 1988  (84 წლის ასაკში)
კატეგორია:ფსიქიატრი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ოზურგეთის რაიონი, სოფელი გაღმა დვაბზუ.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტი 1928 წელს.

1944-1968წწ. იყო მ. ასათიანის სახელობის  ფსიქიატრიის სამეცნიერო–კვლევითი ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე სამეცნიერო დარგში; 1968-1978წწ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ფსიქიატრიის კათედრის გამგე; 1978-1988წწ. ამავე კათედრის კონსულტანტი; სწავლობდა ნევროზებს, სიმპტომატურ ფსიქოზსს, ალკოჰოლიზმს, ტოქსიკომანიას და მათი მკურნალობის მეთოდებს; ფსიქიატრი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი(1946), პროფესორი(1947). მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები.

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1961 - საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე
  • 1946 - საქართველოს დამსახურებული ექიმი

ბიბლიოგრაფია